ახლავე აგიხსნი დეტალებს:
საახალწლოდ, გადავწყვიტეთ, ყველა კურსზე 1 მონაწილეს უფასოდ მივცეთ სწავლის საშუალება.
ასე რომ, ძალიან კარგად დაფიქრდი, რა გინდა და რა გამოგდის ყველაზე უკეთ და გულდასმით შეავსე განაცხადი.
ჩვენ განვიხილავთ შემოსულ აპლიკაციებს და გამოვავლენთ ჩვენს რჩეულ მონაწილეებს.
ჰო, კიდევ ერთი თხოვნა - რაც უფრო უკეთ აგვიხსნი შენს მოტივაციას, ხედვასა და გამოცდილებას, უფრო გაგვიადვილებ არჩევანის გაკეთებას.
გვჯერა, თუკი მონდომებულ ადამიანს ხელს შეუწყობ, ყველაფერი გამოუვა.
გაგვიხარდება, თუკი შენს წარმატებაში მცირე წვლილს ჩვენც შევიტანთ.
მოდი, შეავსე და დაგვემგზავრე Digital Bus-ის კურსებზე!